LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისი ტეიგანმა მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა (ფოტო)

28 დეკემბერს ჯონ ლეჯენდმა 40 წლის იუბილე აღნიშნა. საინტერესოა, რომ სოციალური ქსელის მოყვარულმა კრისი ტეიგენმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა.

33 წლის მოდელმა ,,ინსტაგრამზე” ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელზეც ჯონი და მათი შვილები არიან აღბეჭდილი.

,,40 წლის იუბილეს ვულოცავ ყველაზე შესანიშნავ მამაკაცს. საუკეთესო მამას, მეორე ნახევარს, შეყვარებულს, მეგობარს, რომელსაც ოდესმე წარმოვიდგენდი”, – დაწერა ტეიგენმა.

 

View this post on Instagram

 

Happy 40th birthday to the most incredible man. The best father, hardest worker, best lover, best friend I could ever imagine. Every day I am grateful for how much you love us and how much you both say it and show it. You are one of a kind. I am grateful to your family for creating and raising such a pure, sweet, brilliant man. The world has been blessed by your 40 years on this planet. I love you. I showed you that this morning BOOYAHHHH

A post shared by chrissy teigen (@chrissyteigen) on

შეგახსენებთ, რომ ლეჯენდმა და ტეიგენმა ერთმანეთი 2007 წელს სიმღერის Stereo კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. ისინი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნნენ, 2013 წლის სექტემბერში კი დაქორწინდნენ. წყვილი ერთად 2 წლის ქალიშვილს, ლუნა სიმონესა და 6 თვის ვაჟს, მაილს თეოდორს ზრდის.