LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მამა-შვილმა დაზიანებები მიიღო.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მამაკაცი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, შვილი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.