2 იანვარს, წლების წინ ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, ნანი ბრეგვაძესთან სახლში მისი მეგობრები და კოლეგები იკრიბებიან და რასაკვირველია, ასეთი საღამოები სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია.
ახლაც ასეთივე შესანიშნავი საღამო შედგა. როიალთან – ნიკოლოზ რაჭველი იჯდა, რომელმაც აკომპანირება გაუწია ნანი ბრეგვაძესა და სტეფანეს, რომლებმაც დუეტი შეასრულეს. იგივე დუეტი მათ პირველად „ბლექ სი არენაზე“, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოზე წარუდგინე, ახლა კი სალონურ სიტუაციაში იმღერეს…
ვიდეო სტეფანემ გააზიარა და დააწერა, რომ ბედობაც ასეთი უნდა, რაშიც ალბათ, ყველა ჩვენგანი დაეთანხმება.
https://www.facebook.com/stephane.mgebrishvili/videos/2112560485449657/
