LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიანეთში დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა თიანეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი. სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. დანიშნულია ექსპერტიზები.

დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.