2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,3 პროცენტიანი მატება.
ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (5,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2,8 პროცენტი), თევზეული (2,4 პროცენტი), ასევე ხილი და ყურძენი (1,7 პროცენტი).
ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-1,6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1,0 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0,9 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-2,3 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა.
