LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საოცარი წელი მქონდა” – რა არის ანუკი არეშიძის 2018 წლის განსაკუთრებული საჩუქარი

თბილისის მერი კახა კალაძის ცოლი, სოციალურ ქსელში განვლილ 2018 წელს მოკლედ აჯამებს და ამბობს, რომ ამ წელს უამრავი ადამიანი დაკაგა და შეიძინა კიდეც.

არეშიძე წლის მთავარ და განსაკუთრებულ საჩუქარს უწოდებს მის მეოთხე შვილს ნიკოლოზს და ამბობს, რომ მის გამო ცხოვრება კიდევ უფრო მეტად უყვარს.

“საოცარი წელი მქონდა, დავკარგე და შევიძინე უამრავი ადამიანი. განსაკუთრებული საჩუქარი 2018 წლის, ჩემი მეოთხე ბიჭი ნიკოლასია, რომელმაც საოცრად გამზარდა და კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება❤ დიდი მადლობა თქვენ, რომ ყოველ დღეს მილამაზებთ, უდიდეს სტიმულს მაძლევთ და მჩუქნით ამხელა სიყვარულის! რომელიც შეუფასებელია? გილოცავთ ახალ 2019 წელს! გისურვებთ ძალიან ლამაზ, ფერად და სიკეთით აღსავსე ახალ წელს!” – წერს ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე.