მაგნიტოგორსკში კორპუსის ნანგრევებიდან 37 ცხედარი ამოიყვანეს. მაშველები კიდევ 4 ადამიანს ეძებენ.
31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო აფეთქების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა. მომხდარის მიზეზად მთავრობა ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
