LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბედნიერ სიკვდილის დღეს გისურვებ” ეკრანებზე ბრუნდება (ვიდეო)

,,ბედნიერ სიკვდილის დღეს გისურვებ” ეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება. კინოსურათი, რომლის რელიზი 14 თებერვალს შედგება, პირველი ეპიზოდისგან განსხვავებით, ფილმში აქამდე მონაწილე რამდენიმე გმირს, მათ შორის კი ჯესიკა როტის პერსონაჟს ახალ მისტიკურ თავგადასავლებში ამოგზაურებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის რეჟისორის სკამი კვლავ კრისტოფერ ლანდონმა დაიკავა, 1 იანვარს გამოსულ ,,ბედნიერ სიკვდილის დღეს გისურვებ 2-ის” მეორე ოფიციალურ თრეილერს კი 4 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა უყურა.

შეგახსენებთ, რომ ,,ბედნიერ სიკვდილის დღეს გისურვებ” 2017 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა.