ასტრონომები და სპეციალისტები 2019 წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას, კვადრანტიდსის, იგივე “მეტეორის წვიმას” 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის დილამდე ელოდებიან.
ბევრი სხვა “მეტეორის წვიმისგან” განსხვავებით, “კვადრანტიდსი” დღის განმავლობაში არ ჩანს და მისი ნახვა მხოლოდ ღამით, ისიც რამდენიმე საათია შესაძლებელი. ამ მოვლენის ნახვა წელს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში უფრო კარგად შეეძლებათ, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ისეთ ადგილას იქნება, სადაც ღამეა, “მეტეორის წვიმას” მცირედით, მაგრამ მაინც დაინახავს.
მცირეხნიანობის მიუხედავად, „კვადრანტიდსის“ მეტეორების წვიმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია – პიკის დროს მეტეორების რაოდენობა საათში 60-დან 100-მდე შეადგენს.
