LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ გრანტმა 17,5 მილიონ დოლარიანი აპარტამენტი შეიძინა (ფოტო)

მშობლიური ინგლისი ჰიუ გრანტმა ჩილეში გაცვალა. ცნობილი გახდა, რომ 58 წლის მსახიობმა ძვირადღირებული აპარტამენტი შეიძინა, რაშიც 17,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ინსაიდერის ინფორმაციით, სახლში, რომელსაც 6 საძინებელი აქვს, ,,ნოტინგ ჰილის” ვარსკვლავი მეუღლესთან, ანა ებერშტეინთან და მათ სამ შვილთან ერთად იცხოვრებს.

საინტერესოა, რომ საცხოვრებელი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, სადაც ,,ოქროს გლობუსის” მფლობელ გრანტს მეზობლებად ქეით მიდლტონის უმცროსი და, პიპა და მისი მილიარდერი მეუღლე, ჯეიმს მეთიუსი ეყოლება.