სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება ახალი შეთქმულების თეორია, რომელიც მადონას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში, 60 წლის შემსრულებელი რადიკალურად განსხვავებული ფორმებით ჩანს.
ლეგენდარული მომღერალი ახალ წელს ჰომოსექსუალ თაყვანისმცემლებთან ერთად შეხვდა და ნიუ-იორკის პოპულარულ გეი-ბარში იმღერა. საინტერესოა, რომ საღამოზე გადაღებულმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა, რადგან კადრებში მუსიკოსის უკანალი იმაზე დიდად გამოიყურება, ვიდრე აქამდე. საუბრობენ, რომ ,,გრემის” მფლობელმა არტისტმა იმპლანტი ჩაიდგა. ამასთან, ფანებმა პოპ დედოფალი კიმ კარდაშიანსაც კი შეადარეს.
აღსანიშნავია, რომ ჭორაობას წერტილი თავად ჰოლივუდის ვარსკვლავმა დაუსვა.
,,არაფრის ახსნას არ ვაპირებ”, – დაწერა ,,ინსტაგრამზე” ექვსი შვილის დედამ, რომელმაც მისი გულშემატკივრები იმაზე დააფიქრა, რომ ეს მადონას საახალწლო ხუმრობა იყო.
