LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს და ვისი შექმნილია ყვავილებიანი კაბა, რომელიც ნანუკა გუდავაძემ საახალწლოდ მოირგო

ნანუკა გუდავაძემ საახალწლოდ ულამაზესი ყვავილებიანი კაბა მოირგო. სოციალურ ქსელებში განთავსებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ნანუკა მოდის ბლოგერია და ამ სფეროში რომ კარგად ერკვევა, ეს მის ყოველდღიურ თუ გამოსასვლელ ჩაცმულობას კარგად ეტყობა.

როგორც გავარკვიეთ, ხელით შექმნილი ყვავილებიანი კაბა ცნობილი ბრენდის, ოსკარ დე ლა რენტასი გახლავთ. მისი ღირებულება ინტერნეტში მოვიძიეთ და 7489$ გახლავთ. ფასი გასაკვირი არ არის, რადგან ოსკარ დე ლა რენტა ლუქს კლასის დიზაინერია და კაბაც 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან არის და ის სხხვადასხვა ვარსკვლავს აქვს მორგებული.

კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც ოსკარ დე ლა რენტას ძვირად ღირებული, ყვავილების პრინტიანი კაბა ჩაიცვა, ნუნუკა თამაზაშვილი გახლდათ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე. მისი კაბის ღირებულება 11548 ლარი იყო.