LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამწვრობის ცენტრში დღეს პიროტექნიკით დაშავებული ხუთი მოზარდი შეიყვანეს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრში, დღეს დილით პიროტექნიკით დაშავებული ხუთი პაციენტი შევიდა.

მისივე თქმით, დაშავებულები 9-12 წლამდე ბავშვები არიან.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულებს ჩაუტარდათ ამბულატორიული მკურნალობა და  ისინი კლინიკიდან უკვე  გაწერეს.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ცენტრს დაახლოებით 40-მა პაციენტმა მიმართა. კლინიკაში რჩება რვა წლის ბიჭი, რომელსაც სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება.