LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგა-ბაღიდან თანამშრომელი გაათავისუფლეს

დღეს თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბაღის დირექტორმა 2018 წლის 26 დეკემბერს ბაღში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო, როდესაც წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკა აფეთქდა და ერთ-ერთმა ბავშვმა დაზიანებებიც მიიღო. ამავე ფაქტის გამო, აღნიშნული ჯგუფის აღმზრდელმა და თანაშემწემ დირექციას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედების შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციითვე, ბაღის ადმინისტრაციისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.