LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ბავშვები პრეზიდენტის საჩუქრების რიგში საათზე მეტ ხანს იდგნენ [ვიდეო]

სალომე ზურაბიშვილის საჩუქრების მისაღებად ბავშვებს რიგში დგომა საათზე მეტ ხანს მოუწიათ. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, ლაივპრესმა გაავრცელა. საჩუქრები პოლიციელების დახმარებით დარიგდა.

საშობაო ფესტივალზე დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ის სცენაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად ავიდა და ახალი წელი აფხაზებს ზუგდიდიდან მიულოცა. პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორია სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა.