LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი – მიხეილ ცაგარელი

ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური თხის რქის ზოდიაქოს ნიშანშია, სადაც 24 იანვრამდე “შეყოვნდება” და ერთის მხრივ, საღად აზროვნებას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ, გააძლიერებს თხის რქის მახასიათებელ თვისებებს – შეუპოვრობას და მაქსიმალიზმს, ნებისყოფას და პასუხისმგებლობის გრძნობას, ორგანიზებულობას, დისციპლინირებულობას და პრაგმატულად აზროვნების უნარს.

საკმაოდ დაძაბულ დღეს მოიმატებს პროვოკაციების ალბათობა, ეცადეთ თავი შეიკავოთ და არ აჰყვეთ მოჭარბებულ გრძნობებსა და ემოციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მავნე ჩვევებისგან, განსაკუთრებით  თამბაქოზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებისთვის. ნაკლებად სახარბიელო დღეა ქორწინებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, არ ღირს ფინანსური ოპერაციების ჩატარება და ახალი კავშირების დამყარება.

ჯანმრთელობა – ხვალინდელი სავსემთვარეობისა და მზის დაბნელების წინ, განსაკუთრებით მძიმე იქნება გეომაგნიტური დღე, რომელიც პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, გახდება თავის ტკივილის, უგუნებობის და გაღიზიანების მიზეზი.

დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ალერგიის გამომწვევი პროდუქტი. განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ ღირს დასუსტებულ ძვლოვან სისტემაზე, სახსრებსა და ხერხემალზე ოპერაციის გაკეთება.

დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, მწვანე და ყვითელი, ნაცრისფერი და კრემისფერი. ოპალი და ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი და მალაქიტი.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად პოზიტიური იქნება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის.