LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen–მა მოძრავი სპორტდარბაზი შექმნა

Volkswagen–ის ბრიტანულმა განყოფილებამ ფურგონი Transporter მოძრავ სპორტდარბაზად გადააქცია. ბრენმდა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ შეუძლიათ მსგავსი ტრანსპორტის მძღოლებს სასურველი ფორმის შენარჩუნება.

კვლევების მიხედვით, ბრიტანეთში კომერციული ტრანსპორტის მძღოლები საჭესთან ძალიან დიდი დროს ატარებენ და დარბაზში წასვლის დრო ფიზიკურად აღარ რჩებათ. სწორედ მათთვის, ტრენერმა ჯეიმს დინმა შექმნა ვარჯიშების პროგრამა, რომელშიც დამხმარე როლი როგორც ავტომობილს, ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებსაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Volkswagen–მა ორსართულია ბორბლებიანი სახლი შექმნა და მასში შხაპი, ტუალეტი, სამზარეულო და სასადილო სივრცეც გააერთიანა.