სირიის კონფლიქტის დროს დაშავებული 10 წლის აბდულას ისტორიამ მსოფლიო შეძრა. ომში, ნაღმის აფეთქების შემდეგ, ის დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ ახერხებდა. ოჯახთან ერთად, იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და სხვაგან გადასახლებულიყო. 4 წლის შემდეგ საკუთარ მიწაზე დაბრუნებულს, სახლი მთლიანად დამწვარი დახვდა. აბდულას მკურნალობა გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდმა UNICEF-მა დაუფინანსა.
“მამასთან და დასთან ერთად ქუჩაში ვიყავი, როდესაც ნაღმი ჩამოვარდა. მას შემდეგ დამოუკიდებლად სიარული აღარ შემიძლია. კლინიკის დატოვების შემდეგ, რამდენიმე თვე სახლში ვიწექი, თავს მარტოდ ვგრძნობდი, მეგობრებთან თამაში და სკოლაში სიარული მენატრებოდა. 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენს სახლში დავბრუდით, დავინახეთ, რომ სახლი მთლიანად დამწვარი იყო. სკოლის 1 წლის გაცდენა მომიწია, თუმცა ახლა იქ მეგობრებს დავყავარ. კარგი ამინდის დროს, ჩემითაც ვახერხებ გასეირნებას, ამისთვის ნახევარი საათი მჭირდება. როდესაც წვიმაა, ეტლით გადავადგილდები და სკოლაში მისასვლელად 10 წუთი მჭირდება. ახლა მესამე კლასში ვარ. თავიდან საერთოდ არ შემეძლო სიარული, მკურნალობას სახლში ვიტარებდი, შემდეგ მე ვითონ შევძელი თერაპიაზე სიარული. ბევრს მივაღწიე. იმედი მაქვს, კიდევ შევძლებ თავისუფლად სიარულს და როდესაც გავიზრდები, პედიატრი გამოვალ,” – ყვება 10 წლის აბდულა.
https://www.facebook.com/unicef/videos/10156800166079002/
