სიგარეტზე აქციის ზრდას ეკონომისტები ეხმაურებიან. მათი ნაწილი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს და განმარტავს, რომ მთავრობას ამ გზით მიღებული შემოსავლების გაფლანგვის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექმნება.
ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება. მისი თქმით, თამბაქოს გაძვირება გამოიწვევს იმას, რომ მოქალაქეებს მეტი თანხის დახარჯვა მოუწევთ მის შესაძენად. ამით კი, ცომაიას განმარტებით, თამბაქოს მოხმარება არ მცირდება.
„საზოგადოების ეს ნაწილი გაცილებით მეტს დახარჯავს მის შესაძენად და ცხოვრება კიდევ უფრო მეტად ურთულდება. მთავრობას კი აქვს საშუალება, რაიმე ახალი პროგრამა დანერგოს სოფლის მეურნეობაში, რომელსაც არანაირი ეკონომიკური შედეგი არ მოაქვს. საზოგადოების ხელში უნდა იყოს რესურსი და მათ თავად უნდა განსაზღვრონ მისი გამოყენების ეფექტურობა და რისკები. მთავრობა ფლანგავს ამ თანხებს რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, — აცხადებს აკაკი ცომაია.
ეკონომისტ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უარყოფითად აფასებს, რაც გადასახადების ზრდას უკავშირდება.
“ეკონომიკური პოლიტიკის ჩემეული შეფასება დადებითი ვერ იქნება, რისი მთავარი მიზეზიც გადასახადების ზრდით არის გამოწვეული“, – განაცხადა ცომაიამ.
