თბილისში, საპატრულო პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ავლაბარში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულიხსმობს.
