LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მარკეტის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ისინი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 7 იანვარს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით მოლარეს სხეულზე დაზიანება მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.