LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ალბათ, განმარტებები გაკეთდება“.

კითხვაზე, თუ რა ტიპის შეხვედრაა და რატომ არ მონაწილეობს თავად ამ შეხვედრაში, ბესელია აცხადებს, რომ ეს ორგანიზატორების მისამართით დასასმელი შეკითხვაა.

„მგონი, რომ უმრავლესობის სხდომა არ არის. შესაძლოა, ისეთი ფორმატია, რომ ბიუროს შემადგენლობის მიხედვით იმართება. ალბათ, გაკეთდება განმარტებები. ფორმატზე უნდა კითხოთ, ვინც დაგეგმა შეხვედრა. შესაძლოა, ბიუროს ფორმატის შეხვედრაა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ასეთი შეხვედრები იმართებოდა ხოლმე. მე არ ვარ ბიუროს წევრი. მე ნუ მეკითხებით, იმას კითხეთ, ვინც აორგანიზებს რაღაც შეხვედრებს,“ – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება გუნდისგან მის გამიჯვნასთან დაკავშირებულ კითხვებს, ბესელია აცხადებს, რომ ვითარების გამძაფრების საჭიროება არ არსებობს.

„კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება,“ – განაცხადა ბესელიამ.