ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჯიმ კერი იშვიათად ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე. მიზეზი კატრიონა უაიტის თვითმკვლელობით გამოწვეული დეპრესია იყო. იმ ფონზე, როცა გოგონას სუიციდში 56 წლის იუმორისტს ადანაშაულებდნენ, კანადელმა არტისტმა უარი თქვა კარიერაზე. ცნობილია, რომ მან მომხდარი მძიმედ გადაიტანა და დროის უმეტეს ნაწილს ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ატარებდა.
ემოციებთან გამკლავებაში კერის სატელევიზიო სერიალი ,,ხუმრობა” დაეხმარა. საინტერესოა, რომ სწორედ პროექტის გადაღებებზე გაიცნო ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯინჯერ გონზაგა, რომელთან ერთადაც ის გუშინ, ,,ოქროს გლობუსის” წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ წყვილს კამერების წინ გრძნობები არ დაუმალავს. ფოტოებზე ისინი ბედნიერი სახეებით ჩანან. ,,ყოვლისშემძლე ბრიუსის” თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ 22 წლით უმცროს გერლფრენდთან რომანი ჯიმს ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.


