LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელები ისტორიულ სარბოლო „Ferrari“-ს გააცოცხლებენ

ლონდონის დიზაინის სტუდიამ Niels van Roij Design სარბოლო ავტომობილის პირველი ესკიზები გაავრცელა. სიახლე კლასიკური Ferrari 250 GT SWB Breadvan-ის შთაგონებით შეიქმნება და ის ორ კარს, გაწელილ ჭერს და მოცულობით საბარგულს მიიღებს. ასევე, ავტომობილს სრულიად ახალი ძარა და დიზაინის ორიგინალური ელემენტები ექნება.

როგორდ იდეის ავტორები აცხადებენ, ავტომობილის შერჩევისას მათ ბევრი არ უფიქრიათ და ნამდვილი ლეგენდის გაცოცხლება გადაწყვიტეს. დიზაინზე ფიქრისას რამდენიმე ვარიანტიც წარმოადინეს და თუ როგორი იქნება ახალი Ferrari – ეს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ყველა შემთხვევაში, არსებული მოდელისგან მხოლოდ საქარე მინას ისესხებენ და დანარჩენი დეტალები თითქმის 100%-ით განახლდება.