ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ვირუსების გამო სასწავლო პროცესის დაწყების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე 450 000 – 500 000 შემთხვევაა, ამ დროისთვის კი საქართველოში 254 000 ფაქტი ფიქსირდება.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ელოდება. რუსთავის ბაღებში კი თავისუფალი დასწრება გამოცხადდა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, საქართველოში გრიპის ვირუსი გავრცელდა. ე.წ. ღორის გრიპის გართულებით, სულ 10 ადამიანი გარდაიცვალა.
