სემ სმიტმა ნორმანისთან დუეტი დააანონსა. Dancing with a Stranger – ასე ჰქვია სინგლს, რომლის რელიზი 11 იანვარს შედგება. კოლაბორაცია ქსელში მუსიკალურ რგოლთან ერთად გავრცელდება, რომლის თიზერი ,,ინსტაგრამზე” ინგლისელმა შემსრულებელმა გააზიარა.
საინტერესოა, რომ 26 წლის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს სიახლის გარეკანი და საიმიჯო ფოტოც წარუდგინა.


