ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში მის მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს. 20 წლის ბიჭის მიერ ბარში ნამღერი ტომ ოდელის Another Love “ფეისბუქს” იპყრობს. ვიდეოს უკვე რამდენიმე ათასი გაზიარება და მოწონება აქვს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის სიმღერის ნიჭი მისი მეგობრების ნაწილისთვის აღმოჩენა იყო. ნაწილმა კი მისი ბავშვობა გაიხსენა, როდესაც ლუკა ჩაკვეტაძე, სიმღერით საზოგადოების წინაშე პირველად წასდგა.
https://www.facebook.com/100009855315366/videos/779460675725769/
ჩაკვეტაძე X factor-ის მონაწილე იყო 2016 წელს. კონკურსში მონაწილეობისას ის 14 წლის იყო. ამ კონკურსის მერე, ლუკა პროექტებში არ გამოჩენილა, თუმცა, როგორც ჩანს ის არც ფეხბურთს და არც სიმღერას არ ივიწყებს.
