ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ, – ამის შესახებ ნასიძის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განაცხადა.
„ბრალის წარდგენა დღეს ჩაინიშნა. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთ საათში წარედგინება. ბრალის წარდგენა კლინიკაში მოხდება, სადაც ამ დროისთვის ნასიძე მკურნალობს“, – აღნიშნა კვიჟინაძემ.
გამოძიების ინფორმაციით, ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ. გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
