„თბილისი მოლის“ პარკინგზე ავტომანქანა იწვის. როგორც რადიო “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, “მოლის” შენობაში ცეცხლი არ გავრცელებულა, ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადა უკვე მუშაობს. უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. როგორც უწყებაში აცხადებენ, მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე მომხდარის მეზეზებზე დეტალები არ ვრცლედება.
