ლორენ იარეგუეიმ ახალი სიმღერის გამოსვლის თარიღი გაამხილა. More Than That – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც 11 იანვარს გამოვა.
საინტერესოა, რომ Fifth Harmony-ის ექს-წევრმა ,,ინსტაგრამზე” სიახლის გარეკანიც წარმოადგინა, რომელზეც 22 წლის ვარსკვლავმა მითოლოგიური ქალღმერთი, ვენერა განასახიერა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემსრულებლის სოლო დებიუტი გასული წლის ოქტომბერში შედგა.
