LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმია

აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. როგორც სინოპტიკოსებმა განაცხადეს, შავ ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

ამ დროისთვის ბათუმში წვიმს, ხოლო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შავ ზღვაზე ხვალიდან გამოიდარებს.