LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს

დღეს ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც წუხელ „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა მოიპარა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო-სამძებრო სამუშაოების შედეგად დააკავეს ქურდობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი.

სამინისტროს ინფორმაცითვე, მას ბრალად ედება ზუგდიდის ცენტრში, „მაკდონალდსის” ტერიტორიიდან სათამაშო თოვლის ბაბუის მოპარვა. მის წინააღმდეგ კი საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-შ-.

ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა წუხელ, გვიან ღამით მოიპარეს.