LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე ვდგავართ – დონალდ ტრამპი [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას საჯაროდ მიმართა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ იუსაბრა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან არ მიიღო უკიდურესი ზომები და კედლის აშენება კონგრესის გვერდის ავლით არ დაიწყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თემა დაიხურა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობის დროებით შეჩერებაზე პასუხისმგებლები “დემოკრატები” არიან, რადგან მათ არ სურთ, მექსიკის და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე კედელი აშენდეს და უსაფრთხოება გაძლიერდეს. პრეზიდენტის თქმით, ვითარება შესაძლოა, 45 წუთში მოგვარდეს, თუმცა უთანხმოების გამო, ეს არ ხდება.

“არალეგალი მიგრანტების რაოდენობის გაზრდით, ქვეყანაში ისეთი ნარკოტიკების რაოდენობაც იზრდება, როგორიცაა მაგალითად; “მეტამფეტაინი”, “ჰეროინი”, “კოკაინი” და “ფენტანილი”. მსგავსი ნარკოტიკული საშუალებებით უფრო მეტი ამერიკელი იღუპება, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს დაიღუპა,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა საჯარო მიმართვა ოვალური კაბინეტიდან პირველად გააკეთა.