LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს მე-7 სერიის სედანი მთლიანად განაახლეს

ქსელში მე-7 სერიის BMW-ს პირველი კადრები გამოჩნდა და სიახლე ფლაგმანი კროსოვერის X7-ის სტილშია შესრულებული. განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი კი, რომელიც ავტომობილმა მიიღო არის რადიატორის ბადე, რომელიც ზედმეტად დიდი გამოვიდა. ასევე გაიზარდა წინა ბამპერის ზომაც, რამაც სედანს ვიზუალი მთლიანად შეუცვალა.

როგორც ავტოექსპერტები ირწმუნებიან, გარეგნობასთან ერთად „შვიდიანს“ ტექნიკური მახასიათებლებიც შეეცვალა. განახლდა ძრავი B58 და აგრეგატი ჰიბრიდული გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძრავის სიმძლავრე 394 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

რაც შეეხება BMW 750i-ს, მოდელი 4,4 ლიტრის მოცულობის თვინტურბო V8 ძრავს მიიღებს და მისი სიმძლავრე 530 ცხენის ძალა იქნება.