ყოფილი მეუღლეები, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში ცალ-ცალკე დააფიქსირეს. მაშინ, როდესაც ანჯელინა შვილებთან, ნოქსთან და პასკთან ერთად ქუჩებში სეირნობდა და შოპინგობდა, ბრედ პიტი მარტო მიაბიჯებდა ქუჩებში.
ენჯი საკმაოდ კარგ განწყობაზე ჩანდა, ის შავი ფერის ანსამბლში იყო გამოწყობილი და ხელში ნაყიდი საჩუქრები ეკავა. რაც ეხება ბრედ პიტს, 55 წლის მსახიობს ჯინსის შარვალი, თეთრი კეტები და ქურთუკი ერთ ფერში ჰქონდა შეხამებული. ის საკმაოდ მოწყენილი ჩანდა და მაქსიმალურად ცდილობდა, აერიდებინა თავი პაპარაცებისთვის.




