LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამა გრძელდება

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივ რკ „ბოსლებს“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოსლეთში და ბოსლეთის მთაში მდებარე 336 ჰა სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

გაერთიანებაში მყოფი მოსახლეების საკუთრებაში 200 სულზე მეტი საქონელია.

აღნიშნული პროგრამის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მთიდან მიგრაციის შეჩერება.