ყველასთვის ცნობილია, რომ ქარდი ბი განწყობის ადამიანია. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას მისი როგორც ეპატაჟური საქციელი, ასევე იმიჯის მუდმივი ცვლილება. ამჯერად, ამერიკელმა რეპერმა კვლავ გადაწყვიტა რადიკალური ცვლილებებისთვის მიემართა და პუბლიკის წინაშე იასამნისფერი თმით გამოჩნდა.
ქსელში 26 წლის ვარსკვლავის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც პაპარაცებმა ახალგაზრდა შემსრულებელს ნიუ-იორკში სეირნობისას გადაუღეს. საინტერესოა, რომ თაყვანისმცემლებს სკანდალური არტისტის ცნობა გაუჭირდათ. ამასთან, უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ასეთი უჩვეულო თმის ფერი ქარდის გარეგნობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.




