LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფო მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მძღოლი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი წარედგინა, რის შემდეგაც გარკვეული ჩივილების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ბორდიურზე ავიდა და იქ მდგარი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 12 ადამიანი.