LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ცუდი სამხედრო ავიაცია სირიას ჰყავს

ამერიკელმა მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სივრცე და საავიაციო ტექნიკა შეისწავლეს და შესაბამისი რეიტინგიც მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინეს. 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე ცუდი სამხედრო ავიაცია სირიას ყავს, მეორე ადგილს კი ჩრდილოეთ კორეა იკავებს. ხოლო ლიდერთა სამეული საუდის არაბეთმა დაასრულა. ყველაზე ცუდი ავიაციის მქონეთა სიაში მოხვდა ასევე მექსიკა, პაკისტანი და უკრაინა; როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელთა შემთხვევაში მთავარი პრობლემა ტექნიკის სიძველე იყო.

სპეციალისტებმა ისიც აღნიშნეს, რომ საავიაციო ტექნიკის ქონა უკეთესია ვიდრე მისი საერთოდ არ ქონა, ამიტომ ის ქვეყნები, რომლებსაც თუნდაც ცუდი ტექნიკა აქვთ სხვებთან შედარებით მაინც კარგ მდგომარეობაში არიან.