LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში საელჩოებმა საეჭვო ამანათები მიიღეს

ავსტრალიაში რამდენიმე საკონსულოსა და საელჩოს მისამართით საეჭვო ამანათები გაიგზავნა. ამის შესახებ Reuters ქალაქ მელბურნის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

საეჭვო ამანათები ქალაქ მელბურნსა და კანბერაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, პაკისტანის, საბერძნეთისა და ინდონეზიის საკონსულოებსა და საელჩოებში გაგზავნეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საკონსულოებსა და საელჩოებში თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის, დიპლომატიურ უწყებებში პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს საქმის გამოძიება.