LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, ორის მდგომარეობა მძიმეა

პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა.

შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი მივიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას.