LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.