საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრი დაოჯახდა. 26 წლის მერაბ ბოქოლიშვილის რჩეული 24 წლის ნინი გელაშვილი გახლავთ. კალათბურთელმა შეყვარებულს ხელი პარიზში, პომპიდუს ცენტრში თხოვა და საყვარელი ქალისგან თანხმობა მიიღო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კალათბურთელი საცოლეს თითზე ბეჭედს უკეთებს.



