LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარის გარეშე: UEFA-ს 2018 წლის სიმბოლური გუნდი

Uefa-ს ვებ-გვერდზე დასრულდა გულშემატკივართა გამოკითხვა,რომლის მიზანიც
2018 წლის სიმბოლური გუნდის შედგენა იყო.
აღსანიშნავია,რომ საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდა ”პსჟ”-ისა და
ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი ნეიმარი.

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (”ბარსელონა”)

მცველები: მარსელო, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი (ყველა ”რეალი”),
ვირჯილ ვან დეიკი (”ლივერპული”)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე, ედენ აზარი (ორივე ”ჩელსი”), ლუკა მოდრიჩი (”რეალი”)

თავდამსხმელები: კრისტიანო რონალდო (”იუვენტუსი”), ლიონელ მესი
(”ბარსელონა”), კილიან მბაპე (”პსჟ”)