LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმისტრის პოსტზე დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.  სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალმა პარლამენტმა ქვეყანაში დაწყებული ცვლილებები უნდა განაგრძოს.

„ჩემთვის სომხეთი ბრძოლისა და გამარჯვების განსახიერებაა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დაკავშირებული ვართ მსოფლიო კულტურასთან, მსოფლიო თანამეგობრობასთან. სადაც არ უნდა დავიბადოთ და სადაც არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი სამშობლო სომხეთია და ჩვენ უნდა ვიშრომოთ მისი განვითარებისა და დაცვისთვის,“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტი გასული წლის 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა მიიღო, რომელიც სათავეში ჩაუდგება სომხეთის მთავრობას.

საპროტესტო გამოსვლების შედეგად გასული წლის 23 აპრილს, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი სერჟ სარგსიანი. 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრად ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას.