საქართველოს პრეზიდენტი კახეთს სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში დაგეგმილ ღონისძიებაზე იმყოფება.
დღესვე გაიმართება თელავის თეატრის მსახიობის, ვანო იანტბელიძის 65 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა. მანამდე კი მსახიობი ბენეფისს “მონოლოგი” გამართავს.
ვანო იანტბელიძეს დღესვე საქართველოს თეატრალური საზოგადოებაც დააჯილდოებს.
