LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერის ჰილტონს ახალი რომანი აქვს (ფოტო)

გასული წლის მიწურულს, პერის ჰილტონმა კრის ზილკასთან ნიშნობა გააუქმა. გაირკვა, რომ 37 წლის სელებრითი მარტო დიდხანის არ დარჩენილა. ინსაიდერის ინფორმაციით, სასტუმროების ქსელის იმპერიის მიემკვიდრემ რომანი ავსტრალიელ მოდელთან, ჯორდან ბარეტთან გააბა, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია. საინტერესოა, რომ ბოლო დროს წყვილს ერთად ხშირად ხედავენ.

ამ დღეებში, პაპარაცებმა ისინი ფლორენციაში დააფიქსირეს. ფოტოზე, რომელიც ქსელში გავრცელდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შეყვარებულების ამპლუა აქვთ მორგებული.

აღსანიშნავია, რომ პერისისა და ჯორდანის ურთიერთობის შესახებ ხმები ჯერ კიდევ 2015 წელს გავრცელდა, როცა ჰილტონმა ქსელში მათი ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო.