ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი მანჰეტენზე მდებარე ბინას ყიდიან. ცნობილია, რომ აპარტამენტისთვის, რომელიც 49 წლის მომღერალმა და 43 წლის ყოფილმა ბეისბოლისტმა გასული წლის მარტში 15,3 მილიონ დოლარად შეიძინეს, ახალ მყიდველს 17,5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
ფეშენებელურ საცხოვრებელს, რომელიც წყვილის ოჯახისთვის პატარა აღმოჩნდა, სამი საძინებელი, ოთხი აბაზანა, დიდი მისაღები და სამზარეულო აქვს. ამასთან, პარკ ავენიუზე განთავსებულ შენობაში საცურაო ავზი, კინოთეატრი და სპორტული დარბაზია.


















