LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის საგარეო უწყება მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ამის მიზეზად H1N1 ვირუსი სახელდება.

ამ საკითხზე ქვეყნის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა.

სააგენტო მიუთითებს, რომ ვირუსის გამო, საქართველოში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

„საქართველო საყვარელი ტურისტული მიმართულებაა ბევრი ირანელისთვის,“ – წერს IRNA.