LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17.0 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარი (14.9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 იანვარს.